ჭიათურაში დღეს სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2019“ გაიმართება. ღონისძიებების პროგრამა მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით არის დატვირთული.
დღესასწაული სტარტს კონცერტით აიღებს, სადაც ასევე რამდენიმე ლოკაციაზე კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის ფაცხა მოეწყობა.
„ჭიათურობა 2019“-ის ფარგლებში, ადგილზე წარმოდგენილი იქნება – ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე მოეწყობა ბიბლიოთეკები. მოეწყობა საბავშვო წარმოდგენები, ფლეშმობი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
საღამოს გალაკონცერტი დაასრულებს, გაიმართება ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.
ღონისძიებას სპონსორობას “ჯორჯიან მანგანეზი” გაუწევს.