წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს და ეკალ-ბარდებს უკიდია და ტყის მასივზე არ გავრცელებულა.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე ცეცხლი გუშინ გაჩნდა.