პოეტ პაატა შამუგიას ახალი წიგნის „დაუჯდომელის“ პრეზენტაცია, ამჯერად, ქუთაისში გაიმართა. პოეტმა ქუთაისელ აუდიტორიას თავის შემოქმედება თოჯინების თეატრში გააცნო. კრებულში 2 პოემა და რამდენიმე ლექსია შესული. წიგნის სახელწოდება კრებულში შესული ერთ-ერთი პოემის სახელწოდებიდან მომდინარეობს. „ერთ-ერთ პოემას ქვია “დაუჯდომელი”. შესაბამისად, წიგნსაც ასე დავარქვი“- ამბობს პაატა შემუგია. მისი თქმით, პოემა არის რელიგიური საგალობელის პრინციპებზე აგებული. „ეს სეკულარული-საერო საგალობელია. რელიგიური ფორმით გადმოცემული სატირაა“ – აღნიშნავს პაატა შამუგია.
„დაუჯდომელი“ შამუგიას რიგით მე-5 წიგნია. როგორც ავტორი ამბობს, გამოცდილების მატებასთან ერთად ის უფრო ფრთხილი ხდება სიტყვასთან. „მომჭირნე ვხდები, უფრო ცოტა სიტყვის დახარჯვა მინდა მეტი სათქმელის გამოსახატავად“- ამბობს პოეტი.
პოეტმა, თოჯინების თეატრში შეკრებილ აუდიტორას, არამხოლოდ კრებულში შესული ლექსები გაცნო, არამდე ძველი ლექსებიც წაიკითხა. პოეტის ლექსი დღეს მისი შემოქმედების თაყვანისცემელმაც წაიკითხა. კრებულის რეპრეზენტაციისას პოეზიის შესახებ მცირე დისკუსიაც გაიმართა.