ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თბილისში დაგეგმილ აქციებს ოპოზიციის მხარდამჭერები ქუთაისიდან შეუერთდებიან

16 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

თბილისში დაგეგმილ აქციებს ოპოზიციის მხარდამჭერები ქუთაისიდან შეუერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციებს ქუთაისიდანაც შეუერთდებიან. პარლამენტის მიმდებარედ დაგეგმილ აქციაზე დილით ორგანიზებულად მიემგზავრებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. მხარდამჭერები სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან.

აქციაზე, ასევე მიდიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. აქციაზე დასასწრებად მსგავსად ქუთაისისა, მიემგზავებიან იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის”, აქცია, მას ქუთაისის ორგანიზაციის წევრებიც დაესწრებიან. აქციაზე წასასვლელად მხარდამჭრები დილით პარტიის ოფისთან შეიკრიბებიან.

თბილისში აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორი პარლამენტთან 15:00 საათზე იკრიბებიან.

“პატრიოტთა ალიანსი” აქციას ე.წ. რესპუბლიკის მოაედანზე გამართავენ.