ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას ქუთაისელი ექიმებიც შეუერთდებიან

17 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას ქუთაისელი ექიმებიც შეუერთდებიან

“თეთრი ხალათების” აქციას ქუთაისელი ექიმებიც შეუერთდებიან. კლინიკების ეზოებში ხვალ სამედიცინო პერსონალი შეიკრიბება და კოლეგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გააპროტესტებენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ არის დაკავებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

მათი თქმით, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ვაჟა გაფრინდაშვილს და იმედოვნებენ, რომ ის მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს, ის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს. ექიმი ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული.