წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტერიტორიაზე ხანძარია.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო ეკიპაჟი და 50-მდე მეხანძრე იმყოფება. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
ადგილზე იმყოფებიან იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი.