ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ავტობუსი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. მასში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ავტობუსი კომპანია “მეტრო ჯორჯიას ” ეკუთვნოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლის ჩაქრობა მალე მოხდა. გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ფოტო:არქივი