ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

20 ნოემბრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

18 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

20 ნოემბრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +15, +20, აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში 18-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 21 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება.