გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს 37 პირი დააკავეს. დაკავებულთა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი. დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ. დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს დილიდან საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს 37 პირი დააკავეს
19 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები