ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი გარდაიცვალა

19 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი გარდაიცვალა

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი დღეს დილით ნიუ-იორკში გარდაიცვალა – ინფორმაცია “ნიუპრესს” ქუთაისის ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.

“სამწუხაროდ, დღეს დილით ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ბოლო 8 თვის განმავლობაში იქ მუაობდა. გარდაცვალების მიზეზს ამ დროისათვის ადგენენ. სავარაუდოდ, გული ან ინსულტია”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

როგორც ცნობილია, მას გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

ნოდარ მიქიაშვილი 1980 წელს ქუთაისში დაიბადა.