ქუთაისში „სამეფო კომპლექსი ოქროს ჩარდახი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი დირექტორის ემზარ ჯინჭარაძის თითბერიდან ჩამოსხმული ნატურალური ზომის ბარელიეფი განთავსდება.
მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში NAT190021578 შპს “ჯორჯიან ტექნოგრუპმა” გაიმარჯვა. კომპანია სამუშაოებს 5 700 ლარად შეასრულებს.
წინადადებების მიღება 23 ნოემბერს დაიწყო და 26 ნოემბრს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 184 ლარს შეადგენდა.
ემზარ ჯინჭარაძეს ოქროს ჩარდახის მცველს და მეციხოვნეს ეძახდნენ. მან რთულ წლებში სამეფო კომპლექსი საკუთარი ფიზიკური შრომის ფასად შეინარჩუნა.