ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ცოტა ხნის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფება.
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს