სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მდინარე წყალწითელას ხიდზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

27 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

მდინარე წყალწითელას ხიდზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ223-კმ224 მონაკვეთზე მდებარე მდ. წყალწითელას ხიდიდან რკინიგზის ხიდის მიმართულებით, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო 27 ნოემბრის 22:00 სთ-დან 28 ნოემბრის 04:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

დროის ამ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.

ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.