სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა

30 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა

ზესტაფონში ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საპატრულო მანქანიდან გადმოდიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

პოლიციელს მრავლობითი ღია და დახურული სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა. ის კლინიკა “ფერომედში” გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ქვეპუნქტებით.