ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიაში დაკარგული მამაკაცის ძებნა დილიდან განახლდა

1 დეკემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

სამტრედიაში დაკარგული მამაკაცის ძებნა დილიდან განახლდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში სამძებრო სამუშაოები დილიდან განხლდა. ადგილე მაშველბთან ერთად მყვინთავებიც იმყოფებიან.

დაკარგულ 32 წლის მამაკაცს მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ.

ის ორი დღის წინ დაიკარგა, მისი ტანსაცელი მდინარის პირას იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადაამოწმეს სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია, თუმცა დაკარგულის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს.

ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში, მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ მაშველთა ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.