ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა, ნუ დააპირისპირეთ ხალხი ერთმანეთს”-გოგი წულაია

2 დეკემბერი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა, ნუ დააპირისპირეთ ხალხი ერთმანეთს”-გოგი წულაია

“საშინელებაა, ხელისუფლება თავის გადასარჩენად ხალხს იყენებს”-ამგავრად აფასებს გოგი წულაია ქუთაისსა და ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს.

პარტია “თავისუფალი საქართველო” მიმდინარე პროცესებს ბრიფინგით გამოეხმაურა. მათი თქმით, ქვეყანა სამოქალაქო იმის ზღვარზეა.

“ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა, ნუ დააპირისპირეთ ხალხი ერთმანეთს, ეს არ მოიტანს კარგ შედეგს. ძლივს გამოვედით 90-იანი წლების პრობლემებიდან და იქ ნუ დაგვაბრუნებთ. ორპოლუსიანი არჩევნებისთვის ხალხს ნუ იფარებთ. ცოცხის და კვერცხის ფული თუ გაქვთ, ცოცხლი დამლაგებლებს დაურიგეთ და კვერცხი გაჭირვებულ ადამინებს”, -განაცხადა გოგი წულაიამ.