გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 დეკემბერს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი.