ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “თავისუფალი საქართველოს” ოფისში შეჭრას ცდილობენ

3 დეკემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “თავისუფალი საქართველოს” ოფისში შეჭრას ცდილობენ

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე “ქართული ოცნების” მხარდმაჭერები არიან მობილიზებული და პარტია “თავისუფალი საქართველოს” ოფისში შეჭრას ცდილობენ. ისინი “თავისუფალი საქართველოს” ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეკრებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, არ დაუშვებენ ოპოზიციონერი ლიდერების შეკრებას და ქუთაისის დაჩოქებას. ოფისში “ევროპული საქართველოს” ლიდერი აკაკი ბიბოხიძე ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმყოფება.

ქუთაისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან, შეხვედრა 6 დეკემბერს ქუთაისში დაგეგმილ ოპოზიციურ მსვლელობას უკავშიერდება.