ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიცია აქციას 6 დეკემბერს გამართავს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, აქცია 13:00 საათზე კიკვიძის ბაღიდან დაიწყება და მსვლელობით ქალაქის თვითმმართველობის შენობისკენ გაემართებიან.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა პარტია “თავისუფალი საქართველოს” ოფისთან, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.