ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისმა ჭადრაკში საქართველოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა

7 დეკემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისმა ჭადრაკში საქართველოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა

საქართველოს გუნდური ჩემპიონატი „დავით ჩირაძის მემორიალი“ 7, 8 და 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა.

ჩემპიონატმა სტარტი 1 დეკემბერს აიღო ტურნირი და 7 დეკემბერს დასრულდა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, სადაც 34 გუნდის 140-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

გამარჯვებული გუნდების მოჭადრაკეები და მათი მწვრთნელები I, II, III ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებით და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა დააჯილდოვეს.

შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ: ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია, ტურნირის მასპინძელი კი – ა(ა)იპ ქუთაისის სპორტული გაერთიანების #16 მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სასპორტო სკოლა.