ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ჩვენი დროის გმირი ერთი წლით და ცხრა თვით ციხეში არ უნდა იჯდეს”

20 დეკემბერი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ჩვენი დროის გმირი ერთი წლით და ცხრა თვით ციხეში არ უნდა იჯდეს”

ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება ქუთაისში აქციით გააპროტესტეს. მოძრაობა “შეცვალეს” აქტივსტები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

“თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს” – ამ მოწოდებით გაერთიანებული ახალგაზრდები ხელისუფლებას მოუწოდებენ თავი დაანებონ ოპოზოციის დევნას და მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგან ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

“ხელისუფლება ნაცვლად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისა, ებრძვის და დევნის ოპოზიციას, მათ არაფერი მოიმოქმედეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად. ჩვენი დროის გმირი ერთი წლით და ცხრა თვით ციხეში არ უნდა იჯდეს და ის დროულად უნდა დაბრუბდეს ოჯახში. ვიდრე ასე არ მოხდება აქციები პერმანენტულად გაგრძელდება”_განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.