ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი ვაჟა ოყრეშიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა.
მსახიობი 1941 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა, ის მესხიშვილის თეატრში 1970 წლიდან მოღვაწეობდა.
ვაჟა ოყრეშიძეს არაერთი როლი აქვს შესრულებული, ასევე გადაღებულია მხატვრულ ფილმებში; “აქედანა და შენამდე”, “ვერსათრიელა”, “ბაკულას ღორები”.
ვაჟა ოყრეშიძე ქუთაისში ცნობილი მსახიობთა სახლის ბინადარი იყო.