უბედური შემთხვევა ქუთაისში. დაახლოებით 70 წლამდე მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა. შემთხვევა ე.წ. პლაშატკაზე მოხდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცს სავარაუდოდ გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.