ქუთაისში მონ-პლეზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრადიციული საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
28-31 დეკემბერს სტუმრებს ადგილზე ხელნაკეთი ნამუშევრები, ქართული ღვინო და სასიამოვნო მუსიკა დახვდებათ.
გამოფენა-გაყიდვაში ადგილობრივი დიზაინერები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციაა ჩართული.
გამოფენა-გაყიდვა ქუთაისის მერიის ორგანიზებით ეწყობა.
