ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.
თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება – 2020 წლის 3; 4; 5; 6; და 7 იანვარს
დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877
გასვლა
ჩასვლა
გამოსვლა
ჩამოსვლა
08:50
14:30
19:10
0:35
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807
გასვლა
ჩასვლა
გამოსვლა
ჩამოსვლა
10:30
15:30
17:00
22:00
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
,,საქართველოს რკინიგზა” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!