სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სადღესასწაულო დღეებში მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში

31 დეკემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

სადღესასწაულო დღეებში მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში

სადღესასწაულო დღეებში დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი, მთაში მოთოვს.

1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსის ავთანდილ ქვაჩაკიძის ინფორმაციით, 7 იანვრამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 6 იანვარს კი შედარებით გამოიდარებს.

“7 იანვრამდე მოსალოდნელია ნალექიანი დღეები, დროგამოშვებით გამოდარებით, 6-ში გამოიდარებს, 7-ში ისევ ნალექია მოსალოდნელი. მთაში მოსალოდნელია თოვლი.”-განაცხადა ავთანდილ ქვაჩაკიძემ.

ჰაერი 4-11 გრადუსამდე გათბება, შემდეგ დღეებში ტემპერატურა მცირედ დაიკლებს, ღამით 3-4, დღისით 8 – 9 გრადუდამდე გათბება ჰაერი.