ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტით დასრულდა

1 იანვარი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტით დასრულდა

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტით დასრულდა. მასში მონაწილეობა ცნობილმა მომღერლებმა და ანსამბლებმა მიიღეს. ქუთაისელების საახალწლო განწყობის შესაქმნელად ანსამბლმა ,,ფორტემ’’, ტრიო ,,ბალადამ’’, გიორგი ფრუიძემ და ანდრია გველესიანმა იზრუნეს.

ახალი წლის დადგომა ქუთაისელებს ქალაქის მერმა მიულოცა. გიორგი ჭიღვარიამ მოსახლეობას წარმატებული წელი უსურვა.

ახალი წლის შემოსვლა ფეიერკვერკით აღინიშნა. ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გაგრძელდება.