2020 წლის პირველი ახალშობილი ქუთაისში ლუკა ჩახუნაშვილია. პირველი ქუთაისელი წელს ხონელიძის სამშობიარო კლინიკაში დაიბადა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალშობილი და დედა მოინახულა.
1 იანვარს დაბადებულ ყველა ახალშობილს ქუთაისის მერია სპეციალური პროგრამიდან თანხასაც გადასცემს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია გამოყოფილი.
გიორგი ჭიღვარიამ ახალი წელი მიულოცა სამშობიარო კლინიკის თანამშრომლებს.