ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანების 2 შემთხვევა დაფიქსირდა

3 იანვარი, 2020 • ირინა მაკარიძე • 1

ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანების 2 შემთხვევა დაფიქსირდა

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში პიროტექნიკით დაშავების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

“პიროტექნიკით დაშავების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა იმდენად მსუბუქი დაზიანებები ქონდათ, რომ ჰოსპიტალიზაცია არ დაჭირვებიათ, დაშავებულთაგან ერთი 25 წლამდე მამაკაცი იყო, რომელსაც ხელის მტევანზე მცირე დაზიანება ქონდა”, -განაცხადა ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია რუხაძემ.

მისი თქმით, სადღესასწაულო დღეებში სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟების გამოძახების მკვეთრი ზრდა არ ყოფილა. საშუალოდ დღე-ღამეში 172 გამოძახება დაფიქსირდა, რაც ნორმას მცირედ აღემატება. გამოძახებების ზრდა კვებითი და ალკოჰოლით ინტოქსიკაცის შემთხვევებზე მოდის.