ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სეზონური გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა”

4 იანვარი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“სეზონური გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა”

ქუთაისში გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა ბოლო თვეებში ორჯერ გაიზარდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა არ შეცვლილა – ამის შესახებ კლინიკის “მედიქალ სითი” ინფექციურ დაავდებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

“სტატისტიკის მაჩვენებელი თითქმის იგივეა, რაც წინა წლებში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა”, -განაცხადა ნუგზარ მაღლაკელიძემ.

ექიმის ინფორმაციით, ძირითადად A და B ტიპის ვირუსები ფიქსირდება. მაღლაკელიძე ვარაუდობს, რომ ეპიდემიური აფეთქება იანვრის ბოლოდან დაიწყება.

კლინიკაში ამ დროისთვის გრიპის ვირუსით დაავადებული 40 – მდე პაციენტი მკურნალობს.