გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში 18 იანვარს გამოიდარებს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა ბარში ზოგან -8 გრადუსამდე დაიკლებს.
19-20 იანვარს ისევ მოიღრუბლება და მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი.
თბილისში 18 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ღამის საათებში ტემპეტრატურა -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს.
19-20 იანვარს ისევ, შესაძლოა, მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.