ქუთაისში შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ. ქალაქის ქუჩებში მეალილოები მსვლელობას აწყობენ და საშობაო საგალობლებს ასრულებენ.
მეალილოები ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ დალოცა და შობა მიულოცა.
მსველობას ქალაქის და მხარის ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდდნენ. მათ ქუთაისელებს და მთელს ქვეყანას შობა-ახალი წელი მიულოცეს.
შეგროვებულ ნობათს სხვადასხვა ცენტრების ბენეფიციარებს და მოხუცთა თავშესაფარს გადასცემენ.

