ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კახი კალაძემ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ორ ოჯახს სამტრედიაში სახლები შეუძინა

14 იანვარი, 2020 • ნიუპრესი • 1

კახი კალაძემ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ორ ოჯახს სამტრედიაში სახლები შეუძინა

სამტრედიაში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით საჩუქრად ბინები გადაეცათ.

ბუაძეების ხუთშვილიანი და ნადირაძეების ექვსშვილიანი ოჯახებისათვის სახლების გადაცემა კალაძის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტზე მოხდა.

კონცერტში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

სამტრედიაში კახა კალაძის მხარდამჭერით საახალწლო კონცერტის გამართვა და გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებლების გასაღების გადაცემა 2012 წლის შემდეგ ყოველ წელს ხდება.