სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, “საქართველოს რკინიგზა” დამატებით რეისებს ნიშნავს

30 დეკემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, “საქართველოს რკინიგზა” დამატებით რეისებს ნიშნავს

ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.

თბილისი–ზუგდიდი–თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება – 2020 წლის 3; 4; 5; 6; და 7 იანვარს.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი–ზუგდიდი–თბილისი #878/877 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 08:50 14:30 19:10 0:35 თბილისი–ბათუმი–თბილისი #808/807 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 10:30 15:30 17:00 22:00

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

თეგები: რეკლამა