ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.
მეუფემ ნათლისღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.
მოგვიამებით მეუფემ მრევლთან ერთად მდინარე რიონი აკურთხა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იღებს. მდინარე რიონის კურთხევა ყოველწლიურად ხდება.