ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

20 იანვარი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შსს-მ ქუთაისში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული მ.ს., 1976 წელს დაბადებული ზ.ფ. და 1972 წელს დაბადებული ა.უ.

‘გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 19 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში შეიჭრნენ. აღნიშნულმა პირებმა ამავე ოფისის თანამშრომელს – 1968 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანება მიაყენეს, მისი ოქროს სამკაულები და კომპანიის კუთვნილი ფული – 1 500 ევრო გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი და ოქროს სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღო”, -მათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.