ქუთაისში, ავტომშენებლის #38-ში მდებარე ა(ა)იპ „მადლიერების სახლში“ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გარემონტდა „მადლიერების სახლის“ სასადილო და სამზარეულო, რისთვისაც 8 355 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ინდმეწარმე “გიორგი არჯევანიძე” -მ ჩაატარა.
განახლებული „მადლიერების სახლი“ ბენეფიციარებს ხვალ უმასპინძლებს. ჩატარებულ სამუშაოებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები მოინახულებენ.
ფოტო:არქივი