ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მდინარე ცხენისწყალში ერთი მამაკაცის გვამი იპოვეს, ორს ეძებენ

24 იანვარი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

მდინარე ცხენისწყალში ერთი მამაკაცის გვამი იპოვეს, ორს ეძებენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია მხოლოდ ერთი მამაკაცის გვამი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

ავტომობილი ცხენისწყალის არხში გუშინ ღამით გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში სამი მამაკაცი იჯდა. ისინი დინებამ გაიტაცა.

მომხდარზე გამოძიეობა სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.