სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ქუთაისში ოფისი გახსნა

25 იანვარი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ქუთაისში ოფისი გახსნა

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ქუთაისში ოფისი გახსნა. პარტიის დამფუძნებლებმა რეგიონებში მათ პრიორიტეტებსა და კონკრეტულად, ქუთაისის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ის ფუნქცია, რომელიც ქონდა.

“მიხარია, რომ ვიმყოფებით ქუთაისის და იმერეთის ოფისის გახსნაზე, ლელო იზრდება სერიოზული ტემპით, მოლოდინია დიდი და ამ მოლოდინს გავამართლებთ ჩვენი გუნდით და პროგრამებით. ჩვენს პროგრამაში დიდი ადგილი უჭირავს ქუთაისის განვითარებას, ქუთაისის უნდა გავხადოთ ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად და წარმოგიდგენთ გეგმას, რომელიც დაუბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც ქონდა. სამწუხაროა, რომ ქუთაისი არის დაცარიელებული. ჩვენი ამოცანაა შევქმნათ სამუშაო ადგილები და დავაბრუნით ეს ადამიანები”, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, გაზაფხულზე ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენენ.