ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში სამაშველო სამძებრო ოპერაცია დასრულდა.
მაშველებმა მდინარე ლაჯანურშიდან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. მას მდინარეში მესამე დღეა ეძებდნენ.
ახალგაზრდა სხვა 2 მამაკაცთან ერთად ლაჯანურჰესის არხში 3 დღის წინ ავტომანქანით გადავარდა.
შემთხვევა სოფელ ჩხუტელში მოხდა. ავტომანქანაში 3 მამაკაცი იჯდა, მათგან ერთის ცხედარი მდინარიდან იმავე საღამოს, მეორე მამაკაცის ცხედარი კი 2 დღის წინ ამოიყვანეს.