ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე საფლავები გაძარცვეს

29 იანვარი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე საფლავები გაძარცვეს

ქუთაისში სასაფლაოების ძარცვის ფაქტები გახშირდა- ამის შესახებ “ნიუპრესს” დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა აცნობა. მისი თქმით, სასაფლაოებიდან იპარავენ საფლავის ქვებს, მეტალის ნივთებს და კონსტრუქციებს.

ქალაქის მერიის შპს-ში ,,ქართული ტრადიციები 2011“ საფლავების ძარცვის 2 ფაქტის შესახებ ადასტურებენ ინფორმაციას.

“28 იანვარს, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011-ის“ მიერ, მის დაქვემდებრებულ საფიჩხიის სასაფლაოზე მესაფლავემ დააფიქსირა გაძარცული სასაფლაო, მოპარული იყო ჯ.თ-ს საფლავის ბიუსტი. 29 იანვარს, ამავე სასაფალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკრძალულის ოჯახის წევრების მხრიდან კიდევ ერთ საფლავზე დაფიქსირდა ქურდობის ფაქტი, აქაც დაიკარგა ბიუსტი. შპს-მ მოიძია დაკრძალული პიროვნების ოჯახი და ასევე, აღნიშნული ფაქტი აცნობა შსს-ს ქუთაისის განყოფილებას”, -განაცხადა შპს “ქართული ტრადიციები 2011”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა სპეციალისტმა მაია ყუფარაძემ.

ორივე ფაქტს შსს-ს ქუთაისის მე-2 განყოფილება იძიებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 258-ე მუხლით დაიწყო, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას გულისხმობს.