ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ტორპედოს” გულშემატკივრებმა ცარიელ სტადიონზე აქცია-პერფორმანსი გამართეს

31 იანვარი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ტორპედოს” გულშემატკივრებმა ცარიელ სტადიონზე აქცია-პერფორმანსი გამართეს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტორპედოს გულშემატკვირებმა და საფეხბურთო კლუბის თანამშრომლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სტადიონის ტრიბუნაზე შეკრებილებმა, “ტორპედოს” ჰიმნი შეასრულეს და ამგვარად გამოუცხადეს სოლიდარობა “ტორპედოს” და იქ დარჩენილ ფეხბირთელებეს.

გულშემატკივრებმა დაშლის პირას მყოფი ისტორიული საფეხბურთო კლუბის არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, თუ სამ თებერვალმდე პრობლემა არ მოგვარდა გუნდი უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადაინაცვლებს.

“ტორპედოს” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინაროებს მუშაობა, რომ გუნდს სალიცენზიო ვადა გაუხანგრძლივდეს.