სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“არსებობს საფრთხე, რომ “ტორპედოს” ლიცენზია 3 თებერვალს ჩამოერთვას”

31 იანვარი, 2020 • ირინა მაკარიძე • 1

“არსებობს საფრთხე, რომ “ტორპედოს” ლიცენზია 3 თებერვალს ჩამოერთვას”

ქუთაისის საფეხბურთო კლუბის “ტორპედო” დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, თუ 3 თებერვლამდე “ტორპედოს” ბედი არ გაირკვევა, არსებობს საფრთხე, რომ კლუბს ლიცენზია ჩამოერთვას.

“ჩვენ გვაქვს დროებითი ლიცენზია მიღებული, რომელსაც შეიძლება ჩამორთმევის საფრთხე დაემუქროს ორშაბათს, 3 თებერვლს, ამიტომ ვითხოვთ დაჩქარდეს სპონსორთან მოლაპარაკება, რომ როგორმე მოვასწროთ, ამ დრომდე გადაეცეს გუნდი ახალ მფლობელს. დღესაც გვქონდა კომიუნიკაცია ქალაქის ხელმძღვანელობასთან და გვითხრეს, რომ ჩამოსულია სპონსორი და თბილისში წავიდნენ მოსალაპარაკებლად”, -განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.

შეგახსენებთ, “ტორპედოს” გულშემატკივრებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დღეს ცარიელ მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართეს და გუნდის გადარჩენა მოითხოვეს.

თეგები: სპორტი