ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

1 თებერვალი, 2020 • ნიუპრესი • 1

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა იტალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

sportall.ge – ის ინფორმაციით, ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი – 2 ბრინჯაო.

თეგები: სპორტი