ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხვალ ჟურნალისტებისთვის სპეციალური მედიაცენტრი იმუშავებს

25 მაისი, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 15

ხვალ ჟურნალისტებისთვის სპეციალური მედიაცენტრი იმუშავებს

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მასმედიის წარმომადგენლებისთვის, სპეციალური მედიაცენტრი იმუშავებს. ქუთაისის მთავრობის სახლში (ი. აბაშიძის #5) მედიაცენტრი 10:00 საათიდან გაიხსნება.

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მასმედიის წარმომადგენლებისთვის, სპეციალური მედიაცენტრი იმუშავებს. ქუთაისის მთავრობის სახლში (ი. აბაშიძის #5) მედიაცენტრი 10:00 საათიდან გაიხსნება. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებები მედიაცენტრში 11:00, 13:00, 15:00 საათზე გაკეთდება.

საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტები მედიაცენტრში 14:30 სთ–დან 15:00 სთ–მდე უნდა მივიდნენ, სამხედრო აღლუმზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლები კი მედიაცენტრში 15:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე უნდა გამოცხადდნენ.

საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტებს, 15:00-მდე მედიაცენტრში ყოფნა შეეძლებათ.

ქუთაისში, ახალ პარლამენტში საზეიმო სხდომა ხვალ, 17:00 საათზე გაიხსნება, რომელსაც სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სხდომა ერთ საათს გაგრძელდება, ხოლო 18:00 საათისთვის ქუთაისში, უკვე სამხედრო აღლუმი ჩატარდება.

თეგები: მედიაცენტრიპარლამენტის სხდომასამხედრო აღლუმი