ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერი: 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები ამ მომენტამდე გრძელდება

26 მაისი, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 17

ქუთაისის მერი: 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები ამ მომენტამდე გრძელდება

„16:00 საათიდან ველოდებით ღონისძიებებზე მოქალაქეების მოსვლას. დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, სხვადასხვა შემსრულებლებისა და მოძრაობის თეატრის მონაწილეობით. 21:00 საათზე კი გრადნიოზული გალა კონცერტი დაიწყება,” – აღნიშნა გია თევდორაძემ.

ქუთაისი მზად არის ღირსეულად დახვდეს 26 მაისის დამოუკიდებლობის დღესასწაულს. ასევე, უმასპინძლოს სამხედრო აღლუმს. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები ამ მომენტამდე გრძელდება. კეთილმოწყობილია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა, გია თევდორაძემ მთავრობის სახლში გახნილ მედიაცენტრში.

თევდორაძის ინფორმაციით, პარმანეტის სხდომისა და აღლუმის გარდა, დაგეგმილია რამდენიმე სხვა ღონისძიება. „16:00 საათიდან ველოდებით ღონისძიებებზე მოქალაქეების მოსვლას. დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, სხვადასხვა შემსრულებლებისა და მოძრაობის თეატრის მონაწილეობით. 21:00 საათზე კი გრადნიოზული გალა კონცერტი დაიწყება, მსოფლიო დონის შემსრულებლების მონაწილეობით. ამ ყველაფერს დააგვირგვინებს უპრეცედენტო, სანახაობრივი და მასშტაბური ფეიერვერკი,“ – აღნიშნა გია თევდორაძემ.

ქუთაისის მერმა მოსახლეობას ახალ პარლამენტთან შეკრებისაკენ მოუწოდა. „ერთად შევხვდეთ ქუთაისისთვის ეპოქალურ დამოუკიდებლობის დღეს,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა.

თეგები: ახალი პარლამენტიკონცერტიხალხის მობილიძება