საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ გამართულ ბრიფინგზე ახალმა მფლობელმა კლუბის მწვრთნელი წარადგინა. ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” მიხეილ აშვეთია უხელმძღვანელებს. მისი თქმით, სამუშაო პროცესები ხვალიდან აქტიურად დაიწყება.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფეხბურთელებთან. უახლოეს ორ-სამ დღეში გვეცოდინება, ვის ჩამოვიყვანთ. უკვე ხვალიდან აღვადგენთ სავარჯიშო პროცესებს და ფეხბურთელებს ეტაპობრივად შემოვიმატებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ლიგაზე ღირსეულად წარვსდგეთ“ , – განაცხადა მიხეილ აშვეთიამ.
შეხვედრაზე კლუბის ახალმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ “ტორპედოს” დაფინანსება ხელისუფლების დახმარებით მოხერხდა, რისთვისაც მადლობა გადაიხადა.