სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონში ტრაილერი გაჩერებას შეეჯახა

9 თებერვალი, 2020 • ნიუპრესი • 1

ზესტაფონში ტრაილერი გაჩერებას შეეჯახა

ზესტაფონში, დაბა შორაპანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერი გაჩერებას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მართვის მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებაზე შევარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.