ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საავადმყოფოში 32 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

10 თებერვალი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის საავადმყოფოში 32 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში 32 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ის ხუთი თვის ფეხმძიმე იყო.

არსებული ინფორმაციით, ონში მცხოვრები ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

ფაქტს ადასტურებენ კლინიკაში. მედიკოსების ინფორმაციით, გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ფეხმძიმე ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი საავადმყოფოში შემოყვანიდან 6 საათში გარდაიცვალა.

შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა.