ქუთაისში, გუშინ “სოკარ გაზში” მომხდარი ავარიის შემდეგ დაახლოებით 12 000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ ამ დრომდე მიეწოდება. ბუკიას ქუჩის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად ქუჩაში საბურავები დაწვეს და გასათბობად ცეცხლი დაანთეს.
“90-იანი წლები დაბრუნდა და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფორმით გავთბეთ, ორი დღეა არც ბუნებრივი აირი და არც ელექტეონერგია არ მოგვეწოდება. ღია ცეცხლთან გასათბობად ბავშვებიც გამოვიყვანეთ”- განაცხადეს ადგილობრივებმა.
ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ შეწყდა. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.